Jump to content

  •     

Photo

[Georgian] - გაიდი დამწყებთათვის

guide tutorial

  • Please log in to reply
No replies to this topic

#1 Fadil Jahic Spanac

Fadil Jahic Spanac

    Newbie

  • Members
  • Pip
  • 1 posts

Posted 05 July 2016 - 05:45 PM

screenshot_74.png

eსაქართველოს ოფიციალური სასწავლო გვერდი დამწყებთათვის

წაიკითხეთ და გაერკვიეთ თამაშის მექანიკაში.





 

რატომ უნდა ითამაშოთ ეს თამაში?

როგორც თამაშის ადმინები ეძახიან, ეს არის THE NEW WORLD – ახალი სამყარო, სადაც ყველაფერი რეალურია!

პოლიტიკა, მედია, ინტერნაციონალური კონტაქტები, ომი დამრავაილი სხვა. ყოფილა მსოფლიო ომებიც!

შემოგვიერთი და დაეხმარე საქართველოს გაუძლოს ამ რთულ მსოფლიოში არსებობას!

დღეს ჩვენ თითოეული ახალი მოთამაშე გვჭირდება!

ეს პოლიტიკურ-სტრატეგიული თამაშია,რომელიც აზროვნებას მოითხოვს!

შეგიძლიათ იყოთ ჯარისკაცი, თუ ვერ ერკვევით პოლიტიკაში, ასევე შეგიძლიათ იყოთ რეპორტიორი,რედაქტორი, ეკონომისტი, სპეკულიანტი, ნებისმიერი მსგავსი პროფესია შეგიძლიათ აირჩიოთ და ისე ემსახუროთ ქვეყანას.

დაახლოვდებით სხვა მოთამაშეებთან, ქართველებთან თუ უცხოელებთან.

ცოტა ხნის წინ „შური ვიძიეთ“ რუსებზე, დავიკავეთ მათი ტერიტორიის ნაწილი! ძალიან სასიამოვნოა დამეთანხმებით…

ასევე ჩვენს მფლობელობაში იყო სომხეთის და ისრაელის მიწები!

სამწუხაროდ ეხლა შემოგვიტია ორმა ძლიერმა სახელმწიფომ, ირანმა და ბრაზილიამ, შედეგად დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები!

წინააღმდეგობის გასაწევად ჩვენ გვჭირდება ბევრი ახალი მოთამაშე, რათა მათი ძალებით შევძლოთ მტრის გაგდება და ახალი მიწების დაპყრობა!

 

წარმატებები ახალ სამყაროში!
 

 

წინასიტყვაობა და რჩევები:

  • არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ ოქრო დასაწყისშივე!!!

  • გაუფრთხილდით ფულს!

  • თქვენ ვერ შეძლებთ პირველივე დღღეს მთელი მსოფლიოს დაპყრობას. ასე რომ გაუფრთხილდით ყველა თქვენ რესურს.

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენი მოთამაშეების მიერ დამზადებულ ვიდეო გაკვეთილებსაც:

  • იაქტიურეთ!

  • აუცილებლად გაწევრიანდით კადეტების სამხედრო აკადემიაში!

  • ეკონტაკტეთ სხვა მოთამაშეებს, დამიჯერეთ ბევრ ჩვენგანს აქვს დახმარების დიდი სურვილი, როგორც რესურსებით ასევე რჩევებით.

  • დასვით რაც შეიძლება ბევრი კთხვა.

  • უპირველეს ყოვლისა მიმართეთ განათლების მინისტრს! მისი და ასევე სხვა მთავრობის წევრების ვინაობა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.

  • პირველი 20 დონის (Level_ის) აღება საკმაოდ მარტივია.მისი მიღწევა თავისუფლად შეიძლება ერთ საათზე ნაკლებ დროში.

  • ბოლომდე გაიარეთ თამაშის Tutorial_ი და შეასრულეთ მისიები!

  • შემოგვიერთდით კადეტების Skype და Facebook ჯგუფებში.


 

  • აუცილებელი ინფორმაციები

 

  • ენერგია

ენერგია, ეს არის თამაშის ერთ-ერთი მთავარი რამ. ენერგის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ მუშაობას, ვარჯიშს, ბრძოლას, პროდუქტების წარმოებას, მოგზაურობას და ა.შ.

თავდაპირველად ყველა მოთამაშეს აქვს საბაზისო 100 ენერგია. მისი რაოდენობა იზრდება ყოველი შემდეგი დონის (Level_ის) აღებისას 20 ერთეულით, მანამ სანამ მოთამაშე არ გახდება 21 დონის. 21 დონიდან და შემდეგ ყველა მოთამაშის საბაზისო ენერგია 500_ის ტოლი იქნება. მაგალითად:

  • პირველი დონე –  მოთამაშის მაქსიმალური ენერგია უდრის 100_ს

  • მეორე დონე –  მოთამაშის მაქსიმალური ენერგია უდრის 120_ს

  • 11_ე დონე –  300 ენერგია

  • 12_ე დონე – 320 ენერგია

  • 20_ე დონე – 480 ენერგია.

 

როდესაც თქვენ მუშაობთ, ბრძოლობთ, ვარჯიშობთ და ა.შ., თქვენ გეხარჯებათ ენერგია. ყოველი 6 წუთის განმავლობაში თქვენ გეძლევათ საშუალება 10 დახარჯული ენერგიის შევსება საკვების გამოყენებით.

უფრო დეტალურად რომ განვიხოლოთ, მოდით დავაკვირდეთ ქვემოთ მოყვანილ სურათს.

screenshot_74.jpg     

წითელ ოთხკუთხედში ნაჩვენებია თქვენი საბაზისო ენერგია, რომელიც მეხუთე დონეზე 180_ის ტოლია.

მწვანე სივრცე აღნიშნავს ამჟამინდელ ენერგიას, ღიამწვანე - მაქსიმალურ ენერგიას რომლის შევსებაც შეუძლია მოთამაშეს მოცემულ მომენტში. შესავსები ენერგიის ზუსტი რაოდენობის გასაგებად, საჭიროა უბრალოდ “ენერგიის აღდგენის” ღილაკთან მაუსის მიტანა, სადაც გამოჩნდება ფანჯარა:

screenshot_74.png

ანუ მოთამაშეს ამ მომენტისთვის დამატებით შეუძლია შეივსოს 40 ენერგია. ეხლა მას აქვს 100 ენერგია, შესაბამისად, ღილაკზე დაჭერის შემდეგ მისი ენერგია გახდება 140. (გაითვალისწინეთ ღილაკზე დაჭერით თქვენ ავტომატურად იყენებთ საკვებს, რომელიც შენახულია თქვენს საწყობში, საკვების არქონის შემთხვევაში თქვენ ამ ენერგიას ვერ შეივსებთ!)

 

თამაშში სულ 7 ხარისხის საკვებია, თითოეული მათგანი გარკვეული რაოდენობის ენერგიას გმატებთ.

  • screenshot_74.pngპირველი ხარისხის საჭმელი  screenshot_74.png +2 ენერგია თითო გამოყენებაზე

  • screenshot_74.pngმეორე ხარისხის საჭმელი screenshot_74.png + 4 ენერგია თითო გამოყენებაზე

  • screenshot_74.pngმესამე ხარისხის საჭმელი screenshot_74.png + 6 ენერგია თითო გამოყენებაზე

  • screenshot_74.pngმეოთხე ხარისხის საჭმელი screenshot_74.png + 8 ენერგია თითო გამოყენებაზე

  • screenshot_74.pngმეხუთე ხარისხის საჭმელი screenshot_74.png + 10 ენერგია თითო გამოყენებაზე

  • screenshot_74.png მეექვსე ხარისხის საჭმელი screenshot_74.png + 12 ენერგია თითო გამოყენებაზე

  • screenshot_74.pngმეშვიდე ხარისხის საჭმელი screenshot_74.png + 20 ენერგია თითო გამოყენებაზე

 

თამაშში ხარისხს ხშირად “q” ან “ქ” ასოთი მოვიხსენიებთ, რაც “quality”_ის ნიშნავს.

მაგ: პირველი ხარისხის საკვებს მოვიხსენიებთ როგორცს ქ1 ან q1 საკვებს.

თუ თქვენ არ გსურთ 6 წუთიანი ლოდინი ენერგიის მოსამატებლად, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ screenshot_74.pngენერგიის ბარები (energy bars), თითოეული მათგანი თქვენ მოგიმატებთ +100 ენერგიას. თუმცა დამწყებებს გირჩევთ შეინახოთ ეს ბარები, რადგან მათი მოპოვება არც ისე მარტივია და როდესაც საკმარისად განვითარდებით მათი გამოყენება უფრო დაგჭირდებათ.

ენერგიის მომატება ასევე შეგიძლიათ ახალი დონის აღებით, ამ დროს თქვენ მთლიანად გევსებათ საბაზისო ენერგია.

 

  • დონე (გამოცდილება)

გამოცდილების ქულიების იგივე Experience points_ის (EP, EXP, XP) დაგროვებით თქვენ გადადიხართ ახალ დონეებზე (Level_ზე). ყოველი ახალი დონე თქვენ გაძლევთ screenshot_74.png1 ოქროს. ასევე გარკვეული ლეველის მიღწევისას თქვენ გეხსნებათ თამაში დამატებითი ფუნქციები, როგორებიცაა:

  • 9 დონე – გაზეთის შექმნა (ღირს 2 ოქრო)

  • 12 დონე – კომპანიების აშენება

  • 13 დონე – პარტიაში გაწევრიანება

  • 15 დონე – კონგრესმენობის კანდიდატურის წარდგენა / ოქროს გადაცვლა ფულზე (არ გირჩევთ დასაწყისში)

  • 17 დონე – აჯანყების წამოწყება

  • 25 დონე – კომპანიების დაშლა

 

თამაშში ასევე არსებობს დივიზიები, რომლებშიც მოხვედრა დამოკიდებულია მოთამაშის დონეზე.

  • 1_დან 34 დონემდე – თქვენ იმყოფებით I დივიზიაში

  • 35_დან 49 დონემდე – თქვენ იმყოფებით II დივიზიაში

  • 50_დან 69 დონემდე –  III დივიზია

  • 70+ დონე –  IV დივიზია

დივიზიები დიდ როლს თამაშობს ბრძოლებში. მასზე ვრცლად ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მოკლედ რომ ვთქვათ ბრძოლის დროს, იმისათვის, რომ ერთმა მხარემ გაიმარჯვოს, მან უნდა დააგროვოს 94 ქულა. ბრძოლა დაყოფილია რაუნდებად. თითოეული დივიზიისთვის რაუნდი მთავრდება მაშინ, როდესაც დივიზია ბრძოლის დროს მოაგროვებს 1800 დომინაციას. ამ დროს ქვეყანა ღებულობს ქულებს დივიზიების მიხედვით:

  • I დივიზია 1 ქულა

  • II დივიზია 2 ქულა

  • III დივიზია 3 ქულა

  • IV დივიზია 5 ქულა

ნუ ღელავთ თუ რაიმე ვერ გაიგეთ, ქვემოთ უფრო დეტალურად არის ბრძოლის მექანიზმები ახსნილი. ეს მაგალითი მოყვანილია იმისთვის რათა დაინახოთ, რომ პირველი დივიზია, ანუ 1_დან - 34 ლეველამდე მოთამაშეები, ქვეყანას ბრძოლის ველზე მხოლოდ ერთი ქულით ეხმარებიან თითო რაუნდში, რაც არც ისე ბევრია. ამიტომ მოთამაშეებმა ბევრი უნდა ივარჯიშონ და მოიმატონ გამოცდილების ქულები რომ გადავიდნენ ახალ დივიზიებში. ასევე როგორც ხედავთ უფრო ჭკვიანურია გაუფრთხილდეთ თქვენ რესურსებს სანამ შემდეგ დივიზიებში არ გადახვალთ.

 

გამოცდილების ქულები (Experience points) შეიძლება მიიღოთ მრავალი გზით და თითოეული მათგანი სხვადასხვა რაოდენობის ქულას გმატებთ:

  • მუშაობა2 ქულა თითო კომპანიიდან რომელშიც იმუშავებთ.

  • ვარჯიში 2 ქულა თითო საწვრთნელი შენობიდან.

  • ბრძოლა 1 ქულა ყოველ დახარჯულ 10 ენერგიაზე.

  • არჩევნებში ხმის მიცემა – 5 ქულა.

  • ზოგიერთი მისია გაძლევთ დამატებით გამოცდილების ქულას, მათი რაოდენობა დამოკიდებულია თავად მისიაზე.

 

  • ძალა

ძალა არის მთავარი სამხედრო უნარი. მისი ერთადერთი დანიშნულება არის ზიანის მიყენება ბრძოლის ველზე.

eრეფაბლიქში, გადამწყვეტი არ არის ძალა, თუმცა იგი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აკლია ბევრი ძლიერი მოთამაშე, რა თქმა უნდა ტვინი მნიშვნელოვანია,თუმცა როდესაც 3000-დან 2900 მხოლოდ ტვინია , ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. © ვიღაც ბრძენი☺

ძალის გასაგებად გადადით თქვენს პროფილში, თქვენ სახელზე ან სურათზე დაკლიკვით.

screenshot_74.png

50 ძალის მიღწევის შემდეგ მოთამაშე ავტომატურად ხდება ზრდასრული მოქალაქე. შედეგად მას ეძლევა მთელი რიგი შესაძლებლობები, მათ შორის:

  • ოქროთი ვაჭრობის საშუალება მონეტარულ ბაზარზე.

  • არჩევნებში ხმის მიცემის უფლება

  • პროდუქტების გაყიდვა სავაჭრო ცენტრში.

  • სხვა მოთამაშეებისთვის ოქროს, ფულის, და სხვა რესურსების ჩუქება.

  • საკუთარ კომპანიებში სხვა მოთამაშეების დასაქმება.

.150 ძალის მიღწევის შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ააწყონ ბაზუკა. ბაზუკით თქვენ კლავთ მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი გასროლით და ბრძოლის ველზე დებთ 10 000 რაოდენობის ზიანს.

ძალების მოსამატებლად საჭიროა ვარჯიში. ვარჯიში შეგიძლიათ გაიაროთ საწვრთნელ მიწებზე.

screenshot_74.png

 

როგორც ხედავთ სულ ოთხი სახის სავარჯიშოა. აქედან მხოლოდ პირველი არის უფასო, ანუ მანდ ვარჯიშისას თქვენ არ ხარჯავთ ოქროს, ყველა დანარჩენს კი თავისი საფასური აქვს ოქროს სახით.

ყველა ახალბედამ აუცილებლად უნდა ივარჯიშოს მხოლოდ უფასო სავარჯიშოში!

სურათზე დაკვირვებით თქვენ ასევე დაინახავთ სავარჯიშოების ქვემოთ 4 ვარსკვლავს screenshot_74.png ეს არის სავარჯიშოების ხარისხი. ერთი ყვითელი ვარსკვლაავი ნიშნავს რომ სავარჯიშო პირველი ხარისხისაა. ყოველი შემდეგი ხარისხი უფრო მეტ ძალას გმატებთ ვარჯიშისას.

შემდეგი ხარისხის აღებისთვის საჭიროა სავარჯიშოს განახლება. ამისათვის თქვენ უნდა დააკლიკოთ სავარჯიშოს მარჯვნივ მდებარე მწვანე ღილაკს რომელშიც დახატულია თეთრი ისარი. შემდეგ გაიხსნება ფანჯარა სადაც ნაჩვენები იქნება მოცემული სახის სავარჯიშოს სხვადასხვა ხარისხი და იმ ძალის რაოდენობა რამდენის აღებაც არის შესაძლებელი თითოეულის დროს. ასევე ის თუ რა დაჟდება მათი განახლება.

screenshot_74.png

გაითვალისწინეთ!! სავარჯიშოები განავითარეთ მხოლოდ ფასდაკლებების დროს, რომელსაც აწყობს ადმინისტრაცია, თვეში ერთხელ! ზუსტი რიცხვი არავინ იცის, თუმცა დამიჯერეთ არ გამოგეპარებათ.

ფასდაკლების დროს თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ სავარჯიშო 45%_იანი ფასდაკლებით!

მაშასადამე თქვენი მიზანი ასეთი უნდა იყოს:

  • ვარჯიშობთ მხოლოდ უფასო სავარჯიშოში.

  • არ ხარჯავთ ოქროს, აგროვებთ მას და ელოდებით ფასდაკლებებს.

  • ფასდაკლების დროს ავითარებთ უფასო სავარჯიშოს იმ დონემე სადამდეც შეძლებთ.

  • პირველი (უფასო) სავარჯიშოს ბოლომდე განვითარების შემდეგ აგროვებთ ოქროს მეორე სახის სავარჯიშოს გასანვითარებლად.

  • არავითარ შემთხვევაში არ ვარჯიშობთ მეორე სახის სავარჯიშოში სანამ ის ბოლომდე არ განახლდება!

ასევე გაითვლისწინეთ, რომ ყოველი 250 ძალის მოპოვების შემდეგ თქვენ ჯილდოვდებით სუპერ ჯარისკაცის (Super Soldier) მედლით screenshot_74.pngდა screenshot_74.png5 ოქროთი!


 

  • ბრძოლა

ომი არის თამაშის ნაწილი სადაც ყველაზე მეტ გამოცდილების ქულიებს (XP-ს) აგროვებთ, იმისათვის რომ იბრძოლოთ თქვენ უნდა გადახვიდეთ ომის გვერდზე, სადაც ნაჩვენებია eმსოფლიოს ყველა აქტიური ბრძოლა.

ასევე თქვენი სამხედრო დანაყოფი, Military Unit (MU) ყოველდღე დებს დღის ბრძანებებს, იგი გულისხმობს, რომ თქვენ უნდა მოკლათ 25 მეტოქე იმ ბრძოლაში, რომელშიც გიბრძანებთ თქვენი სამხედრო დანაყოფი.

screenshot_74.png

ბრძანების შესრულებით თქვენ დასაჩუქრდებით ბაზუკის 5 სხვადასხვა დეტალით და ერთი screenshot_74.pngენერგიის ბარით (energy bar),

როგორც უკვე გაიგეთ რაც უფრო მეტი ძალა გვაქვს, მით უფრო დიდი ზიანის მიყენება შეგვიძლია. მოდით შევხედოთ თავად ბრძოლის ველს:

screenshot_74.png

პირველი შეხედვით შეიძლება ცოტა რთულად და გაუგებრად მოგეჩვენოთ, თუმცა მერწმუნეთ ძალიან მარტივია და ადვილად აღსაქმელი. განვიხილოთ ყველაფერი დეტალურად:

screenshot_74.png  – ბრძოლის ღილაკი

screenshot_74.pngენერგიის შევსება. თუ დახარჯავთ ყველა თქვენ ენერგიას და შევსების საშუალებაც არ იქნება შემდეგი 6 წუთის განმავლობაში, მის ნაცვლად გამოჩნდება ახალი ღილაკი screenshot_74.png რომელზე დაჭერითაც თქვენ გამოიყენებთ ენერგიის ბარს და შეივსებთ 100 ენერგიას.

screenshot_74.png – ამ ღილაკზე დაჭერით მის ზემოთ გამოჩნდება პატარა ფანჯარა სადაც ჩამოთვლილი იქნება ყველა თქვენი იარაღი (რაც კი მოგეპოვეათ საწყობში)

screenshot_74.png

ჩამოთვლილთაგან ირჩევთ რომელი იარაღიც გაგიხარდებათ და აჭერთ ბრძოლას.

screenshot_74.png – როდესაც ტქვენ დაამარცხებთ 5 მოწინააღმდეგეს, თქვენ გეძლევათ საშუალება პარტიზანულ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების. (დამწყებებს გირჩევთ არ იბრძოლოთ აქ, რადგან ეს უბრალოდ ზედმეტი ფულის ხარჯია თქვენთვის).

 

screenshot_74.png

ეს გახლავთ ბრძოლის კედელი, იგივე დომინაციის მაჩვენებელი. გვერდებში ნაჩვენებია დომინაციის ქულები.

როგორც უკვე გითხარით, იმისათვის რომ რომელიმე მხარემ გაიმარჯვოს, მან უნდა დააგროვოს 94 ქულა. ქულების დაჯამების წესი ასეთია:

  • ყველა ომი შედგება 5 – 17 რაუნდისგან, რომელიც გრძელდება 1,5_დან 2 საათამდე, ან სანამ რომელიმე მხარის დივიზია არ მიაღწევს 1800 დომინაციას.

  • რაუნდებში ბრძოლები გადანაწილებულია 4 დივიზიაზე. თითოეული დივიზია, რომელიც დააგროვებს 1800 დომინაციას, ღებულობს ომის გარკვეულ ქულას.

  • I დივიზია 1 ქულა

  • II დივიზია 2 ქულა

  • III დივიზია 3 ქულა

  • IV დივიზია 5 ქულა

  • დომინაცია დივიზიას იმ შემთხვევაში ემატება, თუ კედელი 50 ან მეტი პროცენტით არის გადაწეული მათ სასარგებლოდ.

თუ ბრძოლის დროს დაიდო ზიანის დიდი რაოდენობა ორივე მხრიდან, ბრძოლა ხდება ეპიკური, ამ დროს დივიზიების მოპოვებული ქულები ორმაგდება.

 

screenshot_74.png მოწინააღმდეგეების დამარცხებით თქვენ ასევე ღებულობთ რანგის ქულებს. ყოველი ახალი რანგის აღებით თქვენ საჩუქრად ღებულობთ screenshot_74.png1 ენერგიის ბარის.

 

  • ყოველკვირეული შეჯიბრი

screenshot_74.png

ყოველკვირეული შეჯიბრი ეს არის გათამაშება, რომელიც იწყება ყოველ სამშაბათს და გრძელდება მთელი კვირის განმავლობაში. ამ შეჯიბრში თქვენ აგროვებთ პრესტიჟის ქულებს (Prestige points) და შემდეგ ცვლით მათ სხვადასხვა პრიზებში.

პრესტიჟის ქულების დაგროვება ხდება ბრძოლაში ბრძოლაში დახარჯული ენერგიით. 10 დახარჯული ენერგია უდრის 1 პრესტიჟის ქულას. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა იარაღით მიაყენეთ ზიანი, რამდენი კაცი მოკალით ან თავად რამდენი ზიანი გააკეთეთ. ქულა გემატებათ მხოლოდ დახარჯული ენერგიით. მაგალითად თქვენ გაქვთ 500 ენერგია და მთლიანად დახარჯეთ ბრძოლაში, შესავამისად თქვენ მიიღებთ 50 პრესტიჟის ქულას.

 

  • მედლები (მიღწევები)

screenshot_74.png

მედლები გენიჭებათ  თამაშში გარკვეული დავალებების შესრულების შემთხვევაში. ზოგიერთი მედლის აღებისას, როგორიცაა თავისუფლებისთვის მებრძოლი (Freedom fighter), დაქირავებული მებრძოლი (Mercenary) და ნამდვილი პატრიოტი (True patriot) თქვენ დამატებით ჯილდოვდებით 1 000 ₾არით.

ბრძოლის გმირის (Battle hero) მედალის მოპოვებით თქვნ ღებულობთ ოქროს, რომლის რაოდენობაც დამოკიდებულია თქვენს დივიზიაზე:

  • I დივიზია – screenshot_74.png2 ოქრო

  • II დივიზია –  screenshot_74.png3 ოქრო

  • III დივიზია –  screenshot_74.png 4 ოქრო

  • IV დივიზია – screenshot_74.png 5 ოქრო

სხვა დანარჩენი მედლების მოპოვებით თქვენ დამატებით დაჯილდოვდებით screenshot_74.png5 ოქროთი.

თქვენი მედლები შეგიძლიათ ნახოთ თქვენს პროფილზე. თითოეულ მედალთან მაუსის მტანით თქვენ ნახავთ თუ რა არის საჭირო მის მისაღებად და მისი მიღების პროგრესი.




 

  • რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის და ერთი სასწავლო გვერდით მთლიან თამაშის ნიუანსების შესწავლა ვერ მოხერხდება, თუმცააქ არის ყველა ის საბაზისო ინფორმაცია, რომელიც თქვენ გამოგადგებათ განვითარებაში და მათი გათვალისწინებით არ დაუშვებთ მძიმე შეცდომებს.

  • გისურვებთ წამატებას! საუკეთესო სურვილებით თქვენი მონა მორჩილი screenshot_74.png W A R R I O R

 


  • Foxti likes this





Also tagged with one or more of these keywords: guide, tutorial

0 user(s) are reading this topic

0 members, 0 guests, 0 anonymous users